среда, 15 октября 2008 г.

ქართული კინოს სამყაროში

1. პროექტის სახელი. ”მოგზაურობა ქართული კინოს სამყაროში”


2. პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები იკვლევენ ქართული კინოს ჩასახვის ისტორიას, მის პირვანდელ და დღევანდელ სახეს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქართული კინოს ისტორიას, როდის შეიქმნა პირველად კინოსტუდია,განვითარების რა საფეხურები გაიარა ანუ რა სიმააღლეებზე იდგა განსხვავებულ ეპოქებში. ამის მიხედვით ააგებენ სხვადასხვა სახის დიაგრამას.
რომელი იყო პირველი ქართული ფილმი, ახლა ვინ ხელმძღვანელობს ქართულ კინოსტუდიას, იღებენ ფილმებს დღეს? რა ადგილი უჭირავს კინობიზნესში ქართულ კინემეტოგრაფიას? რა როლს ასრულებდა და ასრულებს ქართული კინო ადამიანის ცხოვრებაში?
მოსწავლეებ სეუძლიათ გაეცნონ ქართული კინოს ვარსკვლავებს,
მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს კინოფილმებიდან,შეუძლიათ თავი გამოიჩინონ ”პატარა მსახიობებმა”.
ამ ყველაფერთან ერთად შეფასდება ისიც, ვის იცნობდნენ მოსწავლეები აქამდე და ვინ გაიცნეს ახლა.
შექმნიან ელექტრონულ ვერსიას- ”ქართული კინოს უკვდავი ბურჯები”. ასევე შეიძლება გაკეთდეს პირველი კინოსტუდიის მაკეტი. მოძიებულ
ინფორმაციას და ფოტო მასალას განათავსებენ ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: შეუზღუდავი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ოქტომბერი-მარტი 2009წ.
6. პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიები, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, თვალსაჩინოებების, ელ. ვერსიის შექმნა, დიაგრამის აგება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:თვალსაჩინოებები, ელ. ვერსია: ”ქართული კინოს უკვდავი ბურჯები.”კინოსტუდიის მაკეტი.
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევის, ურთიერთთანამშრომლობის უნარებს, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნას გაიღრმავებენ,შეისწავლიან ხელოვნებას.
8. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაამდიდრებენ ქართული კინოს ისტორიას, შეაგროვებენ მასალებს, რაც მოგვცემს ამ თემაზე სიღრმისეულ განათლებას და ასევე გამოიწვევს ადამიანებში სულიერი განწყობილების შემდგომ ამაღლებას. სხვა ღირსებებტან ერტად დაინახავენ იმ ღირებულებებს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემკულნი. უკეთ გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის
ცნობილ ადამიანებს.ასევე სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებებს და მათ იდეურ-მხატვრულ შინაარსს, განივითარებენ უნარს-დაინახონ ადამიანური სიმართლე და ეროვნული ხასიათები, ქართული ცხოვრებისა და ყოფის სოციალური მხარეები და შეძლონ კავშირის დამყარება დღევანდელობასთან.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს-ისტორიაში, ქართულ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მათემატიკაში, შრ. სწავლებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი
მარინა ნინიაშვილი,
ქ. რუსთავის #20 საჯარო სკოლა,
ინფორმატიკის მასწავლებელი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:niniashvili.marina@gmail.com/
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://kino2008.blogspot.com/